„ოთხი წელიც გაფრენილა“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება
19-06-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურ და საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში, მათი მონაწილეობითა და დამრიგებელ - ლელა ბენდელიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ოთხი წელიც გაფრენილა“ ჩატარდა.

ეს დღე, როგორც სკოლაში გვიყვებიან ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

„მოსწავლეებმა ოთხი წლის საინტერესო და მხიარული ეპიზოდები გაიხსენეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საინტერესო წუთები აჩუქეს ერთმანეთს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მათ პედაგოგის ღვაწლიც გაიხსენეს, რომელმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადო.

ღონისძიების მსვლელობაში ასევე აქტიურად იყო ჩართული თავად პედაგოგი.

„ლელა მასწავლებელმა სიმღერაც მიუძღვნა თავის საყვარელ მოსწავლეებს და ემოციურად დაულოცა გზა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203