„წებოს მიღება რძისაგან“- ქუთაისის N40 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა STEM პროექტი განახორციელეს
19-06-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა, პედაგოგებმა მოსწავლეებს განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა შესთავაზეს. 

VI კლასის მოსწავლეებმა STEM პროექტი - „წებოს მიღება რძისაგან“, განახორციელეს. მარიამ მინდიაშვილმა და ელენე ვაჩეიშვილმა, პროექტით გათვალისწინებული ეტაპებით, წებო რძისაგან დაამზადეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა პრეზენტაციაც გამართეს. 

მათი კლასის ხელმძღვანელი თ.მეზურნიშვილი, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელი ნ.ფაჩუაშვილია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ბავშვს მივცეთ, არის მათი დაინტერესება ამა თუ იმ მოვლენით. ინტერესის განვითარება კი იწყება გაკვეთილებზე სხვადასხვა აქტივობებით. მოსწავლეებს აქვთ ძალიან კარგი თვისება - ცნობისმოყვარეობა.
ყოველდღიურობაში, სახლსა თუ სკოლაში STEM განათლების მიცემა შეგვიძლია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203