პატარა გარემოსდამცველები ქუთაისის N40 საჯარო სკოლიდან 
19-06-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობირებენ. ამ მიმართულებით, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა მოეწყო. 

მათ შორის, VI კლასის მოსწავლეები გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიაში - „ბაღის ფრინველთა საათი“ ჩაერთნენ. ერთი საათის განმავლობაში, მოსწავლეები ფრინველებს, მათ მოძრაობას, ხმებს აკვირდებოდნენ. მათ აღრიცხვის ფურცელზე, 25 ფრინველის სახეობიდან, 10 სახეობა დათვალეს.

შემდეგ მათ კონფერენცია თემაზე - „ფრინველები მარტო ბეღურები და მტრედები არ არიან“ მოაწყვეს. 

მოსწავლეები აქტივობებში კლასის დამრიგებლის თ.მეზურნიშვილისა და ბიოლოგიის მასწავლებლის - ნ.ფაჩუაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203