„მასწავლებელო მე თქვენ მიყვარხართ“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
19-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს როგორც მოსწავლეთა, ასევე პეგოგთათვის მნიშვნელოვანი და ემოციური დღე იყო.

ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასში, დამრიგებელ თამილა მაკარაძის ხელმძღვანელობით, გამოსაშვები საღამო  - „მასწავლებელო მე თქვენ მიყვარხართ“ ჩატარდა.

„დასრულდა საინტერესო ეტაპი პატარების ცხოვრებაში, ხალისიანი თუმცა სევდიანი იყო პირველ მასწავლებელთან განშორება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მათ მადლობა გადაუხადეს აღმზრდელ მაწავლებლებს, სითბოთი და სიყვარულით დაემშვიდობნენ და შეაფასეს განვლილი ოთხი წელი“, - გვიყვებიან სკოლაში.

კლასის დამრიგებლებმა კი ბავშვებს სამახსოვრო ფოტოების ალბომები გადასცა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მშობელთა ჩართულობა ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იყო, მათ კლასი დეკორაციებით მორთეს და სადღესასწაულოდ გაამზადეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

„დირექციის წარმომადგენლებმა შეაფასეს ღონისძიება, წარმატებები და მშვიდობიანი მომავალი უსურვეს პატარებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203