ზინობიანის საჯარო სკოლიდან 2023 წლის კურსდამთავრებულები ემოციურად, დიდი სიყვარულით გააცილეს
19-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში 19 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

„სკოლის კედლებმა კიდევ ერთი თაობა გააცილა ცხოვრების ახალ გზაზე“, - ამბობენ სკოლაში.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს.

მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს - შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ბავშვებმა, ღონისძიებაზე მასწავლებელთა ღვაწლიც აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს.

დამრიგებელმა კი მათ სამახსოვრო, სახალისო სერტიფიკატები გადასცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

ეს დღე ემოციური იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„გილოცავთ, ჩვენო საყვარელო ბავშვებო ჩვენი სკოლის დამთავრებას, გისურვებთ, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203