გალავნის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე წიკლაური ესეების კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
19-06-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე წიკლაურმა არგუმენტირებული ესეების კონკურსში წარმატებით მონაწილეობდა.

კონკურსი, პროექტის - „საქართველო, როგორც მრავალეთნიკური და მრავალფეროვანი ქვეყანა“ ფარგლებში მოეწყო, რომლის ორგანიზატორი „სამოქალაქო იდეა“ იყო. 

ელენემ დაწერა ესე, სადაც დაწვრილებით იყო საუბარი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემების შესახებ, საინტერესო ნამუშევარმა კი გამარჯვება მოიპოვა და მას საჩუქრად გადაეცა 100-ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი და წიგნები.

აღსანიშნავია, რომ, ასევე, ელენეს ნამუშევარი საჯაროდაც გამოქვეყნდება.

სკოლაში პროექტს ხელმძღვანელობდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნატალია გოდერძიშვილი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203