„კიდევ ერთი თაობა გაფრინდა ჩვენი ბუდიდან...“ - ეწერის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს 
19-06-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა, მე-9 კლასის მოსწავლეები კი, საყვარელ მასწავლებლებს დაემშვიდობნენ, რამაც დღე ძალიან ამაღელვებელი და ემოციური გახადა.

სკოლა საზეიმოდ, ფერადი ბუშტებით მოირთო, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, საუკეთესო, ემოციური და სახალისო მოგონებები გაიხსენეს და დღის ბოლოს ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მოსწავლეები: ხატია გოგსაძე, ლუკა გოგსაძე, ლელა სარალიძე და მირიან კურტანიძე სკოლას ემოციებით დატვირთულები დაემშვიდობნენ.

„კიდევ ერთი ლამაზი დღე გათენდა სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი თაობა გაფრინდა ჩვენი ბუდიდან... ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ჩვენს კურსდამთავრებულებს: ხატია გოგსაძეს, ლუკა გოგსაძეს, ლელა სარალიძეს და მირიან კურტანიძეს... გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს ჩვენო საამაყო მოსწავლეებო, იხარეთ იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ ცხოვრების ახალი მწვერვალების დასაპყრობად“, - ასე ულოცავენ პედაგოგები მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203