„მე მიყვარს საქართველო“ - დაბა თამარისის საჯარო სკოლის პედაგოგ მარინა მილდიანისა და მისი მოსწავლეების შთამბეჭდავი პროექტი
16-06-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი დატვირთული იყო შემოქმედებითი და შემეცნებითი ხასიათის პროექტებითა თუ ღონისძიებებით.

მათ შორის აღსანიშნავია, ღონისძიება - პროექტი, სახელწოდებით - „მე მიყვარს საქარეთველო“.

ღონისძიება, 14 ივნისს ჩატარდა, რომელსაც მეოთხე კლასის დამრიგებელი მარინა მილდიანი ხელმძღვანელობდა. 

როგრც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგმა დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლისთვის ჩაენერგა საქართველოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება. აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეებთან მუშაობას.

მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად, სასწავლო გარემო საოცრად გაალამაზეს. მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ასევე პედაგოგმა პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით თბილისში წაიყვანა და როგორც სკოლაში აღნიშნავენ - „ქართული დროშის ნამდვილი ზეიმი მოაწყო“.

„ამ ლამაზ გარემოს ფონზე ქართული სულისკვეთებით განმსჭვალული ცეკვა-სიმღერა, ლექსები უჩვეულოდ მიმზიდველი და თვალწარმტაცი აღმოჩნდა. ქალბატონმა მარინა მილდიანმა, ამ პროექტის ფარგლებში, კლასი ასეთივე პატრიოტული სულისკვეთებით ექსკურსიაზე წაიყვანა თბილისში და ქართული დროშის ნამდვილი ზეიმი მოაწყო“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203