ჭოგნარის საჯარო სკოლიდან ერთადერთი კურსდამთავრებული ღონისძიებით გააცილეს
16-06-2023

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში 19 მაისს, ერთადერთ კურსდამთავრებულს საზეიმოდ დაემშვიდობნენ.

სკოლაში, „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა. კურსდამთავრებულს სკოლამ შთამბეჭდავი ღონისძიება აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ ამ დღისთვის სკოლა საგანგებოდ მოირთო, კურსდამთავრებულმა საყვარელ მასწავლებლებთან ერთად სასკოლო ცხოვრებისას დაგროვილი ტკბილი და სახალისო მოგონებები გაიხსენა და სკოლის ბოლო დღე ამაღელვებელი განწყობით გაატარა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე ემოციებით დატვირთული და საუკეთესო მოგონებებით დაემშვიდობა სკოლას.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203