ნაბაკევის საჯარო სკოლის მასწავლებლები საერთაშორისო პროქტში მონაწილეობდნენ
16-06-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობასა თუ პროექტში მონდომებით ერთვებიან, ისინი განვითარებაზე ზრუნავენ. 

ასეთი მოტივირებული მასწავლებლების რიგებში ნანა ჩომახიძე, აკაკი წულაია და ნანი შენგელია არიან. ისინი eTwinning- ის საერთაშორისო პროქტ - THE AIM  2030 ჩაერნენ. მასში თბილისის N177 სკოლის მასწავლებელი - ეკატერინე აბზიანიძე, მელაურის  სკოლის მასწავლებელი - თეონა კერესელიძე და კულაშის სკოლის მასწავლებელი - მარინე ყენია მონაწილეობდნენ. 

პროექტში სულ 4 ქვეყნის - თურქეთის, საქართველოს, რუმინეთის და იტალიის წარმომადგენელი 15 მასწავლებელი მონაწილეობდა. პროექტის ავტორი გულდერენ ოსაკი, ხოლო თანაავტორი თეონა კერესელიძე იყო.

ის მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის - „სუფთა წყალი და სანიტარია“ შესახებ. მოსწავლეებმა გამოთვალეს საკუთარი წყლის ნაკვალევი, იმსჯელეს წყლის არარაციონალური ხარჯვის უარყოფით შედეგებზე.

„პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ, შედგა შემაჯამებელი შეხვედრა ჩართულ მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა გამოთქვეს კმაყოფილება განხორციელებული აქტივობის გამო. ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

„ვიმუშავეთ 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაზე. პროექტი წარდგენილია ეროვნულ ხარისხზე. ვიმედოვნებთ, მასწავლებლებისა და მოსწავლეების შრომა შედეგიანი აღმოჩნდება და მიიღებენ ეროვნულ ხარისხს“,- აღმიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203