ნაბაკევის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი აქტივობა გაიმართა 
16-06-2023
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა, მოეწყო არაერთი ღონისძიება. 

მათ შორის, სპორტულ-გასართობი აქტივობა - „მხიარული სტარტები“. მისი სახით, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და დამრიგებლებმა - ხათუნა ბაბუნაშვილმა და რიმა ბიჩახჩიანმა სკოლის საზოგადოებას ძალიან ლამაზი და სანახაობრივი ღონისძიება აჩუქეს.

მე-3 კლასის გუნდი „ლომები“ და მე-4 კლასის გუნდი „არწივი“ ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ეჯიბრებოდა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ როგორც მოსწავლეები და დამრიგებლები, ასევე მშობლები.

როგორც სკოლაში ამბობენ, „მხიარულმა სტარტებმა“ მოლოდინს გადააჭარბა. მონაწილეთა აქტიურობას მხარდამჭერთა ემოციები ენაცვლებოდა. შეხვედრას კომპეტენტური ჟიური აფასებდა. ბოლოს, მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203