ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში მონაწილეობდნენ  
16-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო პროექტსა თუ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი აქტიურობით, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარებულ კონფერენციაში ჩაერთნენ.

კონფერენცია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, თემაზე - „ჩემი სოფელი ჩემი სიამაყეა“.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ნაგებერაოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნინო დანელია და ნინო დანელია წარმატებით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საინტერესოდ და მრავალფეროვნად წარმოაჩინეს.

შეხვედრის ბოლოს, კონფერენციის ორგანიზატორებმა, პროექტში მონაწილე მოსწავლეები, მათი ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203