გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
16-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 სკოლაში, წარმატებული სასწავლო წლის დასასრული საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ბუშტებით გააფორმეს და სასკოლო საზოგადოებას, არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარუდგინეს.

მოსწავლეებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური წარმოდგენები დადგეს, რამაც ღონისძიება უფრო ამაღელვებელი და შთამბეჭდავი გახადა.

„ყველას კარგი ზაფხულის დღეები!“ - დღე ამ ფრაზით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203