ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
16-06-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა, ის მნიშვნელოვანი აქტივობებითა და პროექტებით იყო დატვირთული.
მე-3 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აკადემიური წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს. მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სხვადასხვა აქტივობა გამართეს, ითამაშეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეები აქტივობებში მე-6 კლასის დამრიგებლის - მაია რიჟამაძისა და მე-3 კლასის დამრიგებლის - ეკატერინე თედეშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.