კოხის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთრებული ლიზი ანთაძე დიდი სიყვარულით გააცილეს
16-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელი ლიზი ანთაძისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 


საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. აღსანიშნავია, რომ მცირეკონტინგენტიან საბაზო სკოლაში „ბოლო ზარი“ მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინგლისური ენის მასწავლებლის - ქეთევან ვასაძის ხემლმძღვანელობით მე-9 კლასელი ლიზი ანთაძე საშუალო საფეხურის ასპარეზზე გრანდიოზული ღონისძიებით გააცილეს.

საფეხურის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე, იმსჯელეს ბულინგსა და ძალადობაზე.

მათ ყურადღება მეგობრის როლზე გაამახვილეს და სამოქალაქო პასუხიმსგებლობაზე წარადგინეს პრეზენტაციები.

აღნიშნულ დღეს სკოლაში ასევე ფილმების ჩვენება მოეწყო.

„მოსწავლეებმა დაახასიათეს ერთმანეთი, იმოგზაურეს წარსულში, პირველი კლასიდან დღემდე გაიხსენეს საინტერესო ფაქტები სასკოლო ცხოვრებიდან. ბოლოს ლიზის უსურვეს ძალიან ბევრი წარმატება და დაულოცეს გზა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203