მაჭატიის საჯარო სკოლაში ვიქტორინა ჩატარდა
16-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, ამ მიმართულებით სასწავლო წლის მანძილზე სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია, ახლახან ჩატარებული საინტერესო ვიქტორინა. 

ვიქტორინა სომხური ენის მასწავლებელმა - ლუსია უზუნიანმა ჩაატარა. ერთმანეთს 2 გუნდი შეეჯიბრა.

პირველ გინდს - „ცნობილები“, მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ და მეორეს კი მე-10 კლასის მოსწავლეები - „ჭკვიანები“. ვიქტორინა სომხური ენის ცოდნას ამოწმებდა.

მოსწავლეები თამაშში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს. გაიმარჯვა მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის წევრებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203