„რას ვაკეთებთ, როცა სევდა შემოგვაწვება?“-დაბა შუახევის საჯარო სკოლის მე-9 კლასელებმა ბარათაშვილის შემოქმედება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და პოეზიის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან. შესაბამისად, სასწავლო წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა მოეწყო.
მე-9 კლასში გამართული საინტერესო გაკვეთილის თემა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი - „ფიქრნი მტკვრის პირას“ იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, გაიმართა მინიდისკუსია - რას ვაკეთებთ, როცა სევდა შემოგვაწვება? მოსწავლეებმა ამ კითხვას გულწრფელად უპასუხეს, ნაწილმა კი პასუხისგან თავი შეიკავა.
გარდა ამისა, მათ ლექსისა და ავტორის შესახებ კონტექსტი განსაზღვრეს და გაიხსენეს ავტორის ტრაგიკული ბიოგრაფიის დეტალები.
მათ ლექსის გურამ საღარაძის წაკითხული ვერსია მოისმინეს და იმსჯელეს მხატვრულ სახეებზე, ხერხებზე, ადამიანის მთავარ არსსა და დანიშნულებაზე. მოსწავლეები საკითხზე ჩაფიქრდნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებელს წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: