„თაობები მოდიან და მიდიან!“- დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
16-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს.
მათ ღონისძიება - „თაობები მოდიან და მიდიან!“, ჩაატარეს, რომლითაც პირველ დამრიგებელს - თინა ბოლქვაძეს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და მასწავლებელს მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეებმა იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს, ცრემლებიც ვერ დამალეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მე-4 კლასის დამთავრება ყოველთვის სახალისო, საინტერესო და ამავდროულად, ამაღელვებელია. მოსწავლეები უკვე მზად არიან გადავიდნენ ახალ კლასში, შეხვდნენ ახალ საგნობრივ მასწავლებლებს, თუმცა სევდიანიცაა, იმიტომ, რომ ემშვიდობებიან მეოთხე კლასის მასწავლებელს. მადლობა, თინა მასწავლებელს გაწეული შრომისა და ყოველი პატარის გულში ცოდნის ლამპრის ანთებისთვის, დედასავით ზრუნვასა და სითბოს გამოხატვისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს