მახალაკიძეების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
„პირველმა მერცხლებმა, დაასრულეს სწავლა .. მათ ეს დღე გასაკუთრებულად მიულოცეს სკოლის დირექტორმა, პედკოლექტივმა და მოსწავლეებმა... ვუერთები მილოცვას და ვუსურვებ წარმატებებს.. ბევრი ფერადი დღეები გქონოდეთ, ბავშვებო.. ყველა პირველკლასელს, ვულოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:ვიდეო