დაბა ხულოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსურსიით სხალთის ხეობას ესტუმრნენ
16-06-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გასვლითი აქტივობა ეწყობა.
X კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგმა - მაია ბოლქვაძემ, პროექტული სწავლების ფარგლებში, ექსკურსიაზე სხალთის ხეობაში, ისტორიის მასწავლებლის - ჟ. ცეცხლაძესა და კლასის ხელმძღვანელ ნ. აბულაძესთან ერთად, წაიყვანა.
ექსკურსიას საგანმანათლებლო დანიშნულება ჰქონდა. ხელოვნებისა და ისტორიის მასწავლებლებმა ინტეგრირებული ლექცია სხალთის ხეობის ღირსშესანიშნაობების შესახებ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა წაბლანაში სტიქიით დაღუპულთა მემორიალი, შერიფ-ბეგ და სელიმ ხიმშიაშვილების სახლმუზეუმი და სხალთის ეკლესია მოინახულეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებისთვის აღნიშნული საგანმანათლებლო ექსკურსია საინტერესო აღმოჩნდა. კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ხილვამ მათში დიდი ემოცია გამოიწვია.
ხელოვნების პედაგოგი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომერეს, მხარდაჭერისათვის, მადლობას უხდის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა