ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა მაკარაძემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა 
16-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლე თამუნა მაკარაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

შუახევის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

შუახევის მუნიციპალიტეტში კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203