გოგინაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
16-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.

მოსწავლეებმა აკადემიური წლის წარმატებით დასრულება დიდი ჟრიამულით, ცეკვითა და სიმღერით აღნიშნეს. მათ დრო ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და არდადეგებისთვის მზადება დაიწყეს. 

მათ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას პედაგოგებიც ულოცავენ.

„სასწავლო წელი დიდი ჟრიამულითა და ბედნიერებით დავასრულეთ, ბავშვებმა ცეკვა-სიმღერით გამოემშვიდობნენ სასწავლო წელს. ბედნიერი და წარმატებული წლები, ჩვენო მარგალიტებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203