„კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა“ - ჯალაურთის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა 
16-06-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. სკოლაში ასევე სხვადასხვა საინტერესო შეხვედრა იმართებოდა.

მათ შორის აღსანიშნავია,13 ივნისს, „სასკოლო ქსელებში“ ჩართული სკოლებთან (იტავაზის, გამოღმა არგვეთის, სავანის,  ორღულის, მახათაურის) ჩატარებული შეხვედრა.

შეხვედრაზე X კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის - იამზე შუბითიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა“ თემაზე : „ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევა“ წარადგინეს.

აღნიშნული თემის ფარგლებში, ბავშვებმა, ჯალაურთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

ღონისძიებაზე მონაწილე სხვა სკოლის მოსწავლეებმაც წარადგინეს თავიანთ თემში არსებული კულტურული ძეგლების პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა.

მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცნეს და შთაბეჭდილებები გაცვალეს.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203