„სისხლით მოპოვებული გზა დამოუკიდებლობისაკენ“ - პატრიოტული ღონისძიება ქიძინიძეების საჯარო სკოლაში 
16-06-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლისთვის, სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

აკადემიური წლის მანძილზე სკოლაში არაერთი შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია - „სისხლით მოპოვებული გზა დამოუკიდებლობისაკენ“.

მოსწავლეებმა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ღონისძიება 9 აპრილის მიუძღვნეს. ამ ტრაგიკული დღის მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თარიღი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი სერიოჟა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203