წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე მუთიძეს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა
16-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე მუთიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
შუახევის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტში კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.