პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია პერევის საჯარო სკოლაში
16-06-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში არაერთი საინტერესო შეხვედრა თუ აქტივობა მოეწყო, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და მათი ინტელექტის დონის ამაღლებისკენ იყოს მიმართული.

მათ შორის აღსანიშნავია, სკოლაში მამა გიორგის ვიზიტი, რომელმაც ბავშვებს ქვეყნის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეზე ესაუბრა და სკოლა აკურთხა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, უდიდესი მადლი მიიღეს ბავშვებმა და სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა.

მამაოს ლექცია პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ილია მეორე, 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქად , ამ დღის შემდეგ უწმინდესს წელს 45 წელი შეუსრულდა.

შეხვედრაზე გაიხსენეს პატრიარქის შეგონება: „რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას“.

„დიდ მადლობას ვუხდით, მამა გიორგის ამ დღისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203