სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეები მდგრადი განვითარების მიზნებს გაეცნენ და საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
16-06-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში წლის განავლობაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები ტარდებოდა.

მათ შორის იყო სკოლის IX, X და XI კლასების მოსწავლეებთან, მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გამართული საინტერესო გაკვეთილი.

მოსწავლეებს მასწავლებლებმა - ნანა გახოკიძემ (გეოგრაფიის),  ნინო გელაშვილმა(ინგლისური ენის) და დარეჯან პაპიაშვილმა (რუსული ენისა და ლიტერატურის) აღნიშნული საკითხი სიღმისეულად გააცნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩეოდნენ.

„გაკვეთილზე წამოიჭრა სხვადასხვა სახის კითხვები, როგორც გეოგრაფიის, ასევე უცხო ენებიდან გამომდინარე“, - გვიყვებიან სკოლაში.

კლასში მოსწავლეებმა თავიანთი, თემატური ნამუშევრები წარადგინეს და თანატოლებთან, მასწავლებლებთან ერთად, მათ შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თემა მეტად მნიშვნელოვანი  და საინტერესოა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს და მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობის განხორციელებისათვის.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203