„პრეისტორიული და ანტიკური ხანის ხელოვნება“- ორი საგნის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი მუხროვანის საჯარო სკოლაში
16-06-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. 

იქ სასწავლო წელი გამორჩეული აქტივობებითაა დატვირთული. სკოლაში შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდა. მისი თემა იყო „პრეისტორიული და ანტიკური ხანის ხელოვნება“. მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

მათ სხვადასხვა აქტივობა განახორციელს, პრეზენტაციები გამართეს, თვალსაჩინეოები და პოსტერები წარადგინეს. დასასრულს, ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

ხელოვნების მასწავლებელი თეა გუგუნაშვილი, ხოლო ისტორიის მასწავლებელი მანანა ბოლქვაძეა, ისინი არაერთი ღონისძიების ინიციატორები არიან. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203