ხიჭაურის საჯარო სკოლის რვა მოსწავლეს „ეტალონის“ ოქროს სიგელი მიენიჭა
20-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლის რვა მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
შუახევის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილეებს - გიგა მოსიძეს, ნინი ცინცაძეს, მარიამ მიქელაძეს, მამუკა ცინცაძეს, მარიამ დავითაძეს, მარიამ ავალიანს, სოფო ბერიძესა და ენრიკე ბერიძეს „ეტალონის“ ოქროს სიგელები მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტში კონკურსის პირველი ეტაპი 13 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 15 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.