კაბლის N2 საჯარო სკოლის ოთხმა მოსწავლემ „ეტალონის“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
16-06-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა- ნარმინ ადნაევამ, აისუნ მუხადაროვან, ეშკინ კულიევამ და ელია მამედოვამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მათ კონკურსის 1-ელი ეტაპი გადალახეს და მე-2 ეტაპში ოქროს სიგელი დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.