წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი თოჯინური სპექტაკლი 
16-06-2023

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და პროექტებს სთავაზობენ.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად, სკოლის III კლასში მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა ლელა ეფსიამ თოჯინების თეატრი ჩამოაყალიბეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზოგიერთი თოჯინა მათ, თავად შექმნეს. რესურსების თავმოყრის შემდეგ კი კლასში, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები წარადგინეს.

„ღონისძიება იყო სანახაობრივი და საინტერესო. ბავშვები ხალისით ახმოვანებდნენ საყვარელ ზღაპრის გმირებს. ჰყვებოდნენ მათ დაუვიწყარ ისტორიას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი -  ბადრი ბობოხია, მშობლები, მასწავლებლები. 

„მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა პატარა მსახიობებით. ბავშვებს განუვითარდათ მეტყველება და ურთიერთთანამშრომლობის უნარები, მათ ცოდნა განიმტკიცეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203