მაღრაანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
16-06-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს.
ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, ანბანი „გააცილეს“, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს. გარდა ამისა, მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ლია მექვევრიშვილისა და მუსიკის მასწავლებლის - ლაურა მექვევრიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს