
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ბარბარეს სახელობის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში, „დედაენის გაცილების“, სადღესასწაულო სანახაობა წარადგინეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ლია შარიქაძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლიტერატურულ-მუსიკალურ-დარმატულ-ქორეოგრაფიული კომპოზიციას მუსიკალურად აფორმებდა მუსიკის პედაგოგმა ლელა ხომასურიძე.
მოსწავლეებმა, არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს, სხვადსხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაუკრეს და თავიანთი შემოქმედებით უნარების წარმოჩენით დღე უფრო შთამბეჭდავი გახადეს.
ბავშვებმა, მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელ - ლია შარიქაძეს, იმ გაწეული ღვაწლისათვის, რაც მან ბავშვებისათვის გასწია.
დასასრულს გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები და მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის.
იხილეთ ფოტოები: