რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღინიშნა
16-06-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით წარიმართა, ის მნიშვნელოვანი აქტივობებითა და პროექტებით იყო დატვირთული. 

მოსწავლეებმა აკადემიური წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ღონისძიება ქართული ცეკვით დასრულდა, ქორეოგრაფი თემო სამხარაძე იყო, სკოლაში მას დიდ მადლობას უხდიან. 

მოსწავლეებმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203