1. ბუნებრივი ინდიკატორები - მოგზაურობა ფერთა სიმფონიაში;
2. ექსპერიმენტი - „წებოვანას (გლუტენის) მიღება ფქვილიდან“;
3. ექსპერიმენტი -„საფუარის სიცოცხლის უნარიანობა“.
მოსწავლეები აქტივობებში პასუხისმგებლობითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ არაერთი ექსპერიმენტი შეასრულეს. სამყაროს მრავალფეროვნებაში დარწმუნდნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოჩინეს.
მათი კლასის ხელმძღვანელი - თ.მეზურნიშვილი, ხოლო ბიოლოგიის მასწავლებელი ნ.ფაჩუაშვილია.
„მოსწავლეებმა ქიმიის ნაწილის შესწავლისას, ვირტუალური სამყაროდან საკლასო სივრცეში დაიწყეს ქიმიის ლაბირინთებში მოგზაურობა. სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მეთოდი ექსპერიმენტია. მოვლენები რომლებიც უჩვეულოა დაინტერესებას იწვევს და ჩნდება უამრავი შეკითხვა, რატომ ეს მართლაც შესაძლებელია? რა საოცრებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: