ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეებმა ფოლკლორული საღამო გამართეს
16-06-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა.
დაწყებითი და საბაზო კლასის მოსწავლეები, პედაგოგების - ქეთევან გედენიძისა და ნანა ნაჭყებიას ხელმძღვანელობით, სასკოლო პროექტში - „გარემო ჩვენ ირგვლივ“, აქტიურად ჩაერთნენ.
მათ ღია სივრცეში ფოლკლორული საღამო ჩაატარეს, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.