იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლის მოსწავლეებმა აგვისტოს ომის დროს დაზარალებული სოფლის სკოლას საჩუქრად წიგნები გადასცეს
16-06-2023

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ფარგლებში არაერთი სოციალური თუ საგანმანათლებლო პროექტი განხორცელდა.

მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან არსებულმა მკითხველთა კლუბმა განახორციელა აქცია, კერძოდ, შეაგროვა წიგნები, რომლებიც 2 ივნისს, გორის რაიონის სოფელ კარბის საჯარო სკოლას გადასცა.

როგოც სკოლაში გვიყვებიან, კარბში ჩასულ კლუბის წევრებს გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა.

კლუბის წევრებმა საკლასო ოთახები, სკოლის ბიბლიოთეკა და სოფლის მემორიალი დაათვალიერეს.

მოზარდებმა, საყვარელი წიგნების შესახებ ისაუბრეს, გამართეს დისკუსია მათთვის აქტუალურ თემებზე და ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ.

კლუბის წევრებმა, კარბელ მოსწავლეებს სკოლის ისტორია გააცნეს, კლუბის საქმიანობის შესახებ უამბეს და პრეზენტაციები წარუდგინეს.

„წიგნის სიყვარული გადაგვარჩენს“,- ასეთი საგულისხმო სიტყვებით დაასრულეს საუბარი სტუმრებმა და მასპინძლებმა.

კლუბის წევრებმა, ასევე დაათვალიერეს ატენის სიონი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების სწორი მიმართულებით განვითარებას.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203