თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებისთვის შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო.
სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დასრულდა, ბავშვებმა, სკოლაში მიწვეულ მსახიობებთან ერთად არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს.
ფერად მანტიებში გამოწყობილმა პატარებმა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური წარმოდგენები დადგეს და დღე დაუვიწყარ სანახაობად აქციეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასწავლო წელი სასკოლო ღონისძიებებით, გასვლითი გაკვეთილებით და სხვადასხვა აქტივობით დასრულდა, პატარებისთვის წარმატებით გაიარა პირველმა ოთხმა წელმა - სასწავლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საწყისმა ეტაპმა.
„გილოცავთ ამ ეტაპის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ საინტერესო და მხიარულ არდადეგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: