წესის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
16-06-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლის მეოთხეკლასლეებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს.

მოსწავლეები, 15 ივნისს, პირველ მასწავლებელს საზეიმოდ დაემშვიდობნენ.

მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ გამოეწყვნენ, სასწავლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს და არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს.

ბავშვებმა, პირველ მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლები  კი დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ თავიანთ პატარებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნათელა ნატმელაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203