წარმატებული სასწავლო წლის ლამაზი დასასრული ბარდნალის საჯარო სკოლაში
16-06-2023
ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში წარმატებული 2022-2023 სასწავლო წელი შთამბეჭდავად დაგვირგვინდა. 

სკოლაში, მოულოდნელ, მაგრამ მეტად სასურველ სტუმარს ლეჩხუმის სასახელო შვილს ჯუმბერ კოპალიანს თავისი წიგნებით ხელდამშვენებულს უმასპინძლეს.

შემდეგ იუბილარ მეხუთეკლასელს - მათე ვეკუას დაბადების დღე მიულოცეს. დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები - დიპლომები და სიგელები გადაეცა „ტვინების ბრძოლის“ გამარჯვებულ დაწყებითი კლასების გუნდს. მუნიციპალიტეტის მერის - ლევან ზალკალიანის საჩუქარი ფეხბურთელსა და ნორჩ დეკლამატორს, მეშვიდეკლასელ ლუკა კოპალიანს ერგო.

სიმბოლურად, ლადო ასათიანის უკვდავი ლექსი წაიკითხა მეშვიდეკლასელმა - ლუკა მეიშვილმა. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ზღვა ემოცია კი სკოლის ეზოში გადაღებულ ერთობლივი ფოტოზე აღიბეჭდა.

დღე დასრულდა საყვარელ მოსწავლეებთან გამომშვიდობებითა და მადლიერების გამოხატვით ყველა ამ სიხარულის მომნიჭებლის მიმართ.

დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს.

„ბედნიერი ზაფხული და ხალისიანი არდადეგები, საყვარელო ბავშვებო!“,- აღნიშნავს დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203