
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში მონდომებით, ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ისინი, ასევე წარმატებით მონაწილეობდნენ მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალში „ოქროს საწმისი“.
კონკურსი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაახლოებით 1 თვის წინ გამოცხადდა, სადაც მოსწავლეებმა „ზუმის“ პლატფორმით წარადგინეს საკონფერენციო თემები და ესეები.
საბოლოოდ კი ისინი, ქვეყნის მასშტაბით 35 ფინალისტს შორის მოხვდნენ.
სწორედ ამასთან დაკავშირებით, შაბათს, 3 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის სააქტო დარბაზში, მოსწავლეთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალ „ოქროს საწმისის“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა, სადაც სკოლის ფინალისტი მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად, იყვნენ მიწვეულნი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საბერძნეთის საელჩოსა და თსუს თაოსნობით, ხელმძღვანელ მასწავლებელს - თეო ზივზივაძესა და მოსწავლეებს ლიკა ლიპარტელიანს, თაკო ფიჩხულაშვილს, ლიკა შუკვანს გადაეცათ სერტიფიკატები და მადლობის სიგელები.
„მადლობას ვუხდით ასევე სკოლის დირექტორს ქალბატონ თამრიკო ფიჩხულაშვილს მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: