
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, წმიდა ნიკოლოზის სახელობის მე-5ბ კლასის მოსწავლეები დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დიდი ინტერესით სწავლობენ ძველ ქართულ დამწერლობას.
საგაკვეთილო პროცესში შესწავლილი ასომთავრული დამწერლობის შესახებ ცოდნის განმტკიცების მიზნით, 5 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ სალომე ნოზაძესთან და კლასის კლასის დამრიგებელ - შორენა ოქრიაშვილთან ერთად, მოსწავლეებმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მოილოცეს.
მოსწავლეები ტაძარზე არსებული ასომთავრული დამწერლობის ნიმუშებს გაეცნენ, ნანახით მოსწავლეები მოხიბლულები დარჩნენ და რაც მთავარია, უკეთ გაიაზრეს ნასწავლი.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ვიზიტი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტო: