„საქართველოო ლამაზო“- ივანდიდის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
16-06-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

ამასთან დაკავშირებით, მე-6 კლასელებმა, კლასის ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან ერთად, ღონისძიება გამართეს. მათ სასცენო ნომრები მიუძღვნეს სამშობლოს. „საქართველოო ლამაზო“- ეს იყო ღონისძიების მონაწილეების მთავარი სათქმელი.

მოსწავლეები, სამშობლოს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად, ღონისძიებაზე ქართული ნაციონალური ტანსაცმლით  წარდგნენ. პატრიოტული სულისკვეთება მხატვრულად წაკითხულ თითეული ლექსის სტრიქონსა და ყველა იმ ბგერაში იგრძნობოდა, რომელიც მათ ქართული სიმღერების სახით გააჟღერეს.

გარდა ამისა, მათ მაყურებელი ქართული ნაციონალური ცეკვის რამდენიმე ნომრითაც გაანებივრეს. ღონისძიებამ უდიდესი წარმატებით ჩაიარა. 

„სამშობლოს, ქართველობის, ქართული სულისა და ტრადიციების პატივისმცემელნი და დამფასებელნი ყოფილიყავით, ჩვენო პატარებო. კიდევ მრავალი სანახაობის მომსწრენი ყოფილიყოს ჩვენი სასკოლო საზოგადოება, რომელსაც თქვენი კლასისა და დამრიგებლის სახელით წარმოგვიდგენთ.
ღონისძიების მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელს ქალბატონ ნანას, მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელს ქალბატონ ლიას, მადლობა სასკოლო საზოგადოების სახელით, დღევანდელი დღის ორგანიზებისა და წარმოდგენისთვის.
ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203