ხოდაშნის საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელმა ჟუჟუნა გაფრინდაშვილმა პროექტ „ცოდნის ზეიმის“ ფარგლებში ღონისძიება მოაწყო, სადაც ყველა სასწავლო საგანი გააერთიანა.
მოსწავლეებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში ნასწავლი მასალა ლექსებით, სიმღერებით, საინტერესო და მრავალფეროვან კითხვებზე პასუხის გაცემით გაიხსენეს.
მათივე შეფასებით, გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
სკოლის დირექციის შეფასებით, მსგავსი აქტივობები სწავლის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს