შუასურების საჯარო სკოლის მე-3 კლასში მათემატიკაში შემაჯამებელი ტესტირება ჩატარდა
19-06-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტიებული აქტივობებით იყო დატვირთული. 

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა მე-3 კლასში გაიმართა, სადაც მათემატიკაში შემაჯამებელი ტესტირება ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ტესტირება მასწავლებელ მაყვალა ტრაპაიძის ხელმძღვანელობით, დიდი წარმატებით წარიმართა. 

მასში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ტესტირება მათ მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203