ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სპორტული ღონისძიებები მოეწყო
16-06-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებელმა - ჯემალ დიასამიძემ, მოსწავლეთა განწყობის ასამაღლებლად სასკოლო სპორტული ღონისძიებები გამართა.

აღნიშნულმა, ღონისძიებებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები არდადეგებისთვის გაახალისა.

სპორტულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203