აგარის საჯარო სკოლის მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოეთხოვნენ
16-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები 1-ელ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.

ამასთან დაკავშირებით, მეოთხეკლასელთა მონაწილეობით, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება - „პირველ მასწვლებელთან გამოთხოვება“ ჩატარდა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი იზოლდა დევაძე. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მათ, ასევე, პირველ პედაგოგს იზოლდა დევაძეს გაწეული ამაგისა და შრომისთვის, რაც მათ განათლებაში ჩადო, მადლობა გადაუხადეს.

​დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203