ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე დათა აბულაძემ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის შეჯიბრში საპრიზო ადგილი დაიკავა
16-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ, მათ შორის, სპორტულ შეჯიბრში ერთვებიან.

ამჯერად, წარმატებას მეოთხე კლასის მოსწავლემ დათა აბულაძემ მიაღწია. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ჭიათურის მერიის თასის მოსაპოვებლად შეხვედრა ჩატარდა. მასში ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლების ნაკრები გუნდი მონაწილებდა. მათ შორის იყო დათა აბულაძე. მან ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და 26 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა. 

მოსწავლე მიღწეული წარმატებისთვის სკოლაშიც დააჯილდოვეს, მას სერტიფიკატი გადასცეს და წინსვლა უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203