„ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“ - ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება ტყიბულის N6 სკოლაში
16-06-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით.  

მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება თემაზე: „ბუნების კანონები ჩვენს გარშემო“.

აღნიშნულ ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელის - ელისო ბერძულისა და მისი წევრების: ლელა სილაკაძეს, ცისანა ქოქოსაძის ინიციატივითა და ჩართულობით  სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა.

ღონისძიებაში VII , VII და VIII კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებული შერეული გუნდები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა აქტიურად უპასუხეს შეკითხვებს სამივე საგნიდან (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) და გამოავლინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიებაზე გამოვლინდა გამარჯვებული VII-VIII კლასების მეორე გუნდი.

მე-2 ადგილი წილად ხვდა VII-VIII კლასების პირველ გუნდს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ VII-VIII კლასების გუნდის წევრები.

„საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის და არდადეგების მხიარულად გატარებას უსურვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203