
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიზნად მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და მოტივაციის ამაღლებას ისახავდა.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება, სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც ელისო ბერძული ხელმძღვანელობდა. ღონისძიებაში VIა და VIბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებმა საგნის საფუძვლიანი ცოდნა გამოამჟღავნეს.
მათ შორის, სულ მცირედი სხვაობით უპირატესობა VI ა კლასის გუნდმა მოიპოვა.
„საგნის მასწავლებელმა - ელისო ბერძულმა ორივე გუნდს მადლობა გადაუხადა და ბედნიერი არდადეგები უსურვა“ , - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები და კონკურსები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
კლასების დამრიგებლები - ელისო ბერძული და მაკა სოფრომაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: